აფბას ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს წევრად აირჩიეს

28.10.2016 | ნანახია 2412-ჯერ



აფბას ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს წევრად აირჩიეს

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევის მიზნით, 2016 წლის 26 ოქტომბერს გამართული სხდომის ოქმის საფუძველზე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი დავების განხილვის საბჭოს წევრად დაინიშნა.

ანდრია გვიდიანი საბჭოს საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. დავების განხილვის პროცესში, მისი მთავარი მიზანი მაქსიმალურად ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება იქნება.