აფბა Philip Morris და British American Tobacco-ს დაჯარიმების ფაქტებს შეისწავლის

17.02.2017 | ნანახია 1560-ჯერ



აფბა Philip Morris და British American Tobacco-ს დაჯარიმების ფაქტებს შეისწავლის

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ეხმაურება იმ გაუხმაურებელ სასამართლო დავას, რომელიც გასულ კვირას, 10 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა და რომლის მიხედვითაც, სიგარეტის ამერიკული მწარმოებელი Philip Morris-ი საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალი - 92 მილიონი ლარით დაჯარიმდა. იმ მასალებიდან რომელიც აფბას ჩაუვარდა ხელთ ირკვევა, რომ ამერიკული სიგარეტის მწარმოებელი კომპანია, საქართველოს პირველი ისტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ბაზარზე დენპინგური ფასებით ოპერირებაში. აბფასთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანიის მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა ქართული სიგარეტის მწარმოებელი კომპანია „პირველი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე მიმართულებით აჩენს ეჭვებს, პირველ რიგში სასამართლოს გადაწყვეტილებას საეჭვოდ ხდის, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2016 წელს 29 დეკემბრის დასკვნა, რომლის მიხედვითაც უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა და მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებს შორის მიმდინარეობს მეტოქეობა და ბაზარზე არ შეინიშნება კონკურენციის შემზღუდველი პირობები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები.

ამ დასკვნიდან ზუსტად სამ თვეში კი სასამართლო სწორედ ამ მუხლების დარღვევაში სცნობს დამნაშავედ ამერიკულ კომპანიას და უპრეცენდენტოდ დიდ ჯარიამას აკისრებს, ქართული კომპანიის სასარგებლოდ. თუ დაუშვებთ, რომ ამ სამ თვეში მართლაც შეიცვალა თამბაქოს ბაზარზე სიტუაცია და ამარიკული კომპანია მართლაც არღვევდა ჯანსაღი კონკურენციის პირობებს (რაც სამი თვის ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია) როგორც ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი, ამის მიუხედავადაც ამერიკული კომპანიისთვის განსაზღვრული საჯარიმო თანხა, მაინც უსამართლო გამოდის, იმდენად რამდენადაც შეუძლებელია ქართულ კომპანიას სამი თვის ვადაში 93 მლნ ლარის ზარალი მიეღო ამერიკული კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.

პარალელურა ცნობილი ხდება კიდევ ერთი დავის შესახებ, საუბარია თამბაქოს მაწარმოებელი კომპანია British American Tobacco-სა და მოსარჩელე, თამბაქოს ქართული მწარმოებელი კომპანია OGT-ის დავაზე. მეტად საგულისხმო ის ფაქტია, რომ ეს ორივე გადაწყვეტილება ერთსა და იმავე დღეს, ერთმა დ აიმავე მოსამართლემ გამოიტანა და ამ კონკრეტულ ქეისშიც ამერიკულ კომპანიას კოლოსალურად მაღალი ჯარმა დაეკისრა 90 მლნ ლარის ოდენობით.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ სწავლობს ამ საკითხებს და უახლოეს მომავალში უფრო დეტალურ ანალიზსს წარუდგენს საზოგადოებას ამ კონკრეტული ქეისების შესახებ.