\"აფბამ\" და \"ქალებმა რეგიონებში\" თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერს ხელი

3.10.2013 | ნანახია 1983-ჯერ



\
         ხუთშაბათს 3 ოქტომბერს, for.ge-ს პრეს–კლუბში, \"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია–აფბამ\" და \"ქალებმა საქართველოს რეგიონებში\", საქართველოში ქალთა სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, თანამშროლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

           მემორანდუმს ხელი მოაწერეს ”ქალები საქართველოს რეგიონებში - WGR”-ის გამგეობის თავმჯდომარე ანა ალავერდაშვილმა და ”ახალგაზრდა ფინანსისტთა  და  ბიზნესმენთა  ასოციაციის – აფბა\"-ს პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ.  
 

მემორანდუმი ეხება ქალთა სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესებას საქართველოში და მიზნად ისახავს ხელმომწერ მხარეებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობას ქალთა სამეწარმეო საქმიანობის გასაუმჯობესებლად და მეწარმე ქალთა უფლებების დასაცავად.


მემორანდუმი უმნიშვნელოვანეს ამოცანად ისახავს  უცხოური ფონდების მოძიებას, ხელმისაწვდომობის გაზრდას დაბალპროცენტიან კრედიტებზე, ფინანსებზე, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი მეწარმე ქალებისათვის, ასევე ბიზნესის დაწყების მსურველი ქალბატონებისათვის.


მემორანდუმის ფარგლებში მხარეები რეგიონში მცხოვრებ ქალებს სთავაზობენ მომსახურების კომპლექსს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობას, სამეწარმეო საქმიანობაში ქალთა აქტივობის გაზრდას, კანონმორჩილების ხარისხის ამაღლებას.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უცხოელი კონსულტანტების მოწვევა.