„აფბა“: პროექტს \"აწარმოე საქართველოში\" გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია

7.08.2014 | ნანახია 1849-ჯერ



„აფბა“: პროექტს \

ხუთშაბათს 7 აგვისტოს \"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ\" \"რეპორტიორის\" პრეს–კლუბში ბრიფინგი გამართა, სადაც ყურადღება გაამახვილა პროგრამის \"აწარმოე საქართველოში\" მნიშვნელობაზე და შეტანილი ცვლილებების აუცილებლობაზე.  

 

       მოგეხსენებათ,პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. თუმცა, 2014 წლის სექტემბრიდან მეწარმეობის განვითარების სააგენტო სამთავრობო ინიციატივის, „აწარმოე საქართველოში\"-ს ფარგლებში იწყებს სახალხო პროგრამის განხორციელებას, რისი საშუალებითაც მოხდება მიკრობიზნესის წახალისება საქართველოს ყველა რეგიონში. მიკრობიზნესის წახალისების პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილია 20 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც მოხდება 3200 მეწარმის ხელშეწყობა საქართველოს ყველა რეგიონში.


      ახალგაზრა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ისეთ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ბიზნეს-სექტორის ბრუნვის 80%-ზე მეტი მსხვილ ბიზნესზე მოდის და ასევე ბიზნეს-აქტივობის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ქვეყნის დედაქალაქში, მსგავსი პროექტის განხორციელება და მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება უმნიშვნელოვანესია.


      პროგრამა „აწარმოე საქართველოში\" რეალურად გათვლილი იყო გამოცდილ ბიზნესმენებზე და კარგად შედგენილ ბიზნეს-გეგმებზე, რომლებიც, ასე ვთქვათ, საბანკო ფილტრს გაივლიდნენ, ანუ დააკმაყოფილებდნენსაკმაოდ მაღალ სტანდარტებს, აგრეთვე ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებულისესხის თანხა შეადგენდა 150 ათასიდან 2 მილიონ დოლარს, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო დაბალბიუჯეტიანი პროექტების დაფინანსება, რომელიც არ მოითხოვს ბენეფიციარის მხრიდან ბიზნეს-ინსტრუმენტების ღრმა და საფუძვლიან ცოდნას. ერთი სიტყვით გათვლილი იყო უკვე არსებულ ბიზნესზე და მსხვილ მეწარმეებზე. ცვლილებები, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაემატა პროექტს, სამეწარმეო იდეების პრაქტიკული განხორციელების საშუალებას აძლევს მიკრო პროექტებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას,განსაკუთრებით საქმის დაწყების (ე.წ. „სტარტაპის\") ნაწილში. მოგეხსენებათ,ფინანსური დახმარების კომპონენტი გულისხმობს დამწყები მეწარმეებისთვის 5 000 ლარის ოდენობის თანამონაწილეობრივი დაფინანსების გამოყოფას, ხოლომეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა 15 000 ლარია.ფინანსური დახმარების მიმღების თანამონაწილეობრივი წილი20%-ს შეადგენს.


      ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია კონსულტაციების და ტრეინინგების კომპონენტი, რომელიც აგრეთვე გათვალისწინებულია პროექტში. რითაც ერთის მხრივ პოტენციური მეწარმეებისთვის ბიზნეს-უნარების განვითარება და მეორეს მხრივ, მათი იდეების ფინანსური მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი წინაპირობაა მიკროსაწარმოების განვითარებისთვის.


     ბრიფინგზე ახალგაზრდა ფინანსისტებმა გარკვეული რეკომენდაციები შესთავაზეს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ეკონომიკურ საბჭოს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, რომლებიც, მათი აზრით ხელს შეუწყობს აღნიშნული პროექტის ეფექტიან იმპლემენტაციას. ეს რეკომენდაციები მდგომარეობს შემდეგში:

 

    1) მაქსიმალურად წახალისდეს მეწარმეთა ჯგუფური გაერთიანება და მოიხსნას (ან გაიზარდოს) მათზე გასაცემი თანხის ზედა ზღვარი. ამ გზით ხელი შეეწყობა შედარებით დიდი ზომის საწარმოს შექმნას, რომლის პროდუქციაც მასშტაბის ეკონომიის შედეგად უფრო კონკურენტუნარიუანი იქნება;

 

    2) სრული ბიზნეს-ციკლის უზრუნველყოფისთვის უფრო ოპტიმალურად მიგვაჩნია, რომ პოტენციური ბენეფიციარების დატრეინინგება მოხდეს არამხოლოდ ბიზნესის დაწყების კუთხით, არამედ პროდუქციის რეალიზაციის კუთხითაც, რომელიც დღეს არანაკლებ მწვავე პრობლემაა;

 

    3) აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მეწარმეებში ცოდნის და გამოცდილების დაგროვებას, აგრეთვე შექმნის იმ მინიმალურ ბაზას და საფუძველს, რომელზეც შესაძლებელი იქნება უფრო მასშტაბური პროექტი დაშენდეს, ანუ 2-3 წლის შემდგომ მივიღებთ უკეთეს სასტარტო პირობებს. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ თავად ბენეფიციარების მოტივაციის გასაზრდელადაც და უფრო მეტი შედეგის მისაღწევად კარგი იქნებოდა აღნიშნულ პროექტს (5000 ლარი დამწყებ მეწარმეს) მიებას შემდგომი ეტაპები, დავუშვათ, აღნიშნული თანხის წარმატებით ათვისების შემთხვევაში მეწარმე გადავიდეს პროექტის ახალ ეტაპზე, მიეცეს სესხი საქმიანობის გაფართოვებლად და .. ანუ პროექტი გახდება გრძელვადიანი, განვითარებაზე ორიენტირებული და გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიღებთ გამოცდილ, კონკურენტუნარიან და ბიზნეს-უნარებით აღჭურვილ მეწარმეს;

 

    4) პოტენციური ბენეფიციარისთვის ერთის მხრივ პასუხისმგებლობის გასაზრდელად და მეორეს მხრივ, სტიმულის გასაძლიერებლად, პროექტში ჩაიდოს შესაბამისი მექანიზმები (პირობითად, თანხის წარმატებით ათვისების შემთხვევაში დაუბრუნდეს თანამონაწილეობის თანხა და ..);

 

    5) დამატებით წახალისდეს ინიციატივები მაღალმთიან და ეკონომიკურად სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო ჩამორჩენილ რეგიონებში.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა\" მზადაა ჩაერთოს პროგრამის რეალიზაციის პროცესში და თავისი წვლილი შეიტანოს ამ საინტერესო ინიციატივის განხორციელებაში.