ისტორია
საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა” არასამთავრობო ორგანიზაციაა. „აფბა” თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ასპირანტების ჯგუფმა 1994 წლის მარტში დააფუძნა. იგი 1998 წლის მაისში, 2006 წლის იანვარში და 2010 წელს ხელახლა იქნა რეგისტრირებული. „აფბა” საქმიანობის 19 წელიწადს მოითვლის, ორი მცირეხნიანი შესვენების ჩათვლით.
“აფბაში” ფუნქციონირებს შემდეგი კვლევითი ცენტრები – ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტი, საბიუჯეტო ოფისი, ბიზნესგარემოს შემსწავლელი ჯგუფი, მეწარმეთა საბჭო, ტურიზმის კვლევის ცენტრი, საბანკო-საფინანსო კომიტეტი, მენეჯმენტის ჯგუფი, სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. “აფბას” მიერ განხორციელებული პროექტების განხილვა ხდება საჯაროდ, მას-მედიის და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
„აფბა” აქცენტს აკეთებს პროფესიონალიზმზე.
მისია
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) არის არაკომერციული, არა პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი საქმიანობის ძირითად მისიას წარმოადგენს ეკონომიკური პოლიტიკის, საბანკო სისტემის, ბიზნეს გარემოს, ბიზნეს ეთიკის შესწავლა და კვლევა, მონიტორინგი და საკითხთა საჯარო აქტუალიზაცია. ასევე საგადასახადო, საფინანსო, სამეწარმეო და ეკონომიკური კანონმდებლობის ექსპერტიზის განხორციელება და რეკომენდაციების მომზადება.
ახალგაზრდა სპეციალისტთა აქტიური ჩართვა ეროვნული ეკონომიკის აღორძინებაში და მათი პროფესიული მომზადების ხელშეწყობა.
ხედვა
საზოგადოების ეკონომიკური განათლების ამაღლება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ჯანსაღი კონკურენტული ბიზნეს გარემოს ფორმირება, შესაბამისი კვლევებისა და მოქალაქეთათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების გზით. ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის პროცესში აფბაში გაერთიანებულ ფინანსისტთა, ეკონომისტთა დ ბიზნესმენთა მიერ წვლილის შეტანა, და მათთვის კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლება.