აფბა

ლონდონის სასამართლოს პირველი სხდომა – ნათია ჯანაშიას სრული ფიასკო

ნათია ჯანაშიას მიერ ბრიტანეთის სასმართლოში წელიწადნახევრის წინ შეტანილი სარჩელის დაგვიანებით განხილვა ლონდონში დაიწყო. სასამართლოს განხილვის საგანია, სარჩელის ბრიტანეთში დაშვებადობის საკითხი იურისდიქციის განსაზღვრის კუთხით. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას სამართლებრივმა ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომელიც ლონდონის სასამართლოს სხდომის შედეგებს ეხება.

„მოხდა ის, რაც ნათია ჯანაშიას საერთოდ არ სურდა,რაც ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ წინა პერიოდში. ლონდონში მოსამართლემ ნათია ჯანაშიას უარი უთხრა შუამდგომლობებზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისთვის და დაუკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლითაც ნათია ჯანაშიას რეალური თუმცა მიჩქმალული სურვილები გამოაჩინა.

რა გადაწყვიტა ლონდონის სასამართლოს მოსამართლემ? მარტივად რომ ავხსნათ, ნათია ჯანაშიას დაქირავებული ყავს ქართველი ექსპერტი, რომელმაც ლონდონის სასამართლოში უნდა დაამტკიცოს რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული,  ოლიგარქიული ზეგავლენებით მოქმედი, ივანიშვილის და მისი ხელისუფლების მითითებების შემსრულებელებით დაკომპლექტებული სისტემა. თუ ეს არ დაამტკიცა, ჯანაშიას სარჩელს არ მიიღებს ლონდონის სასამართლო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ სარჩელის დაშვებადობის საკითხი განიხილება მხოლოდ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების კორუმპირებულობის დამტკიცებისა და სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის არქონისა და უვარგისობის ჭრილში და კავშირი არ აქვს არც „საქართველოს კაპიტალის“ და არც „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ქმედებებთან. სასამართლომ უარი უთხრა ნათია ჯანაშიას, ემსჯელა „საქართველოს კაპიტალისა“ და მისი ხელმძღვანელების გავლენებზე სასამართლო სისტემაზე და არ დააკმაყოფილა მოსარჩელეს შუამდგომლობა.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს – ნათია ჯანაშიას რეალური სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და არა ვინმე ბიზნესმენი ან ბიზნეს-სტრუქტურა. ეს არის ფაქტი და ეს დადასტურდა დღეს ლონდონის სასამართლოს სხდომაზე“ – ნათქვამის აფბას სამართლებრივი ცენტრის განცხადებაში.

Scroll to Top