აფბა

ნათია ჯანაშიამ დაადასტურა, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემიის ღირებულება, საქართველოს განათლების ჯგუფის პარტნიორობის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა – აფბა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარშემო არსებულ დავასთან დაკავშირებით, აკადემიის ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ გასაჯაროვებული ახალი დეტალების შესახებ მედიასთან საუბარში განმარტებებს აკეთებს. საქმე ეხება აქციონერებს შორის მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც წილების გამოსყიდვით უნდა დასრულებულიყო. შეგახსენებთ, აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ, აკადემიის ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოწყებული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

გიორგი კაპანაძემ ჯანაშიას მიერ დაფინანსებულ მედიარესურსეზე გამოქვეყნებული მასალები გაანალიზა, სადაც მოლაპარაკებების გარკვეული ფრაგმენტია აღწერილი, რისგა გამოც სრულად ვერ ასახავს იმ პერიოდში მიმდინარე  პროცესებს, თუმცა გარკვეულ წარმოდგენებს ქმნის მხარეების პოზიციებზე. კერძოდ, მკაფიოდ ჩანს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ სურვილი, რომ არსებული დავისთვის წერტილი დაესვათ და ნათია ჯანაშიასთვის წილის გაყიდვის საფასურად უმაღლესი შეფასებით გადაეხადათ წილის ღირებულება.

ნათია ჯანაშიას მიერ წერილში გაცხადებული მექანიზმი გარკვეულწილად ეხმიანება „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ყოფილი ხელმზღვანელის, გიორგი კეთილაძის წერილსაც, სადაც ის ამ პროცესს უფრო დეტალურად აღწერს. კეთილაძე წერს, რომ  ნათია ჯანაშიას მხარემ მათ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გაყიდული წილის უკან შესყიდვით მიმართა და კონკრეტული თანხაც დაასახელა, რაზეც „საქართველოს განათლების ჯგუფისგან“ შემხვედრი წინადადება მიიღო, წილის თითოეულ ერთეულზე 33%-ით მეტი თანხის გადახდით.

„ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა გარემოებები, რომელიც წილების შესყიდვასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, პირველ ეტაპზე, 2024 წელს, ნათია ჯანაშიამ „საქართველოს განათლების ჯგუფს“ მიმართა, მათ საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილის უკან გამოსყიდვის სურვილით, რისთვისაც მზაობას გამოთქვამდა, რომ გადაეხადა იმაზე მეტი, ვიდრე თავად გადაუხადეს 2019 წელს. შეგახსენებთ, რომ ნათია ჯანაშიამ 2019 წელს აღნიშნული წილი 29,3 მილიონ ლარად გაყიდა. შესაბამისად ამ შეთავაზებით თავად დაადასტურა, რომ „საქართველოს განათლების ჯგუფთან“ პარტნიორობით ბრიტანულ-ქართული აკადემიის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა“, – ამბობს კაპანაძე.

თავის მხრივ,  „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ საპასუხო შეთავაზებით, საჯაროდ გამოხატა მზადყოფნა, ნათია ჯანაშიას საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის შესყიდვასთან დაკავშირებით და ჯანაშიას მიერ მიწოდებულ თანხაზე 33%-ით მეტიც შესთავაზა.

„საქართველოს განათლების ჯგუფის“ შეთავაზებული თანხა კეთილსინდისიერ გარიგებასთან ერთად, წარმოადგენდა აქციონერებს შორის დავის დასრულებისა და „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ საბაზრო შეფასების რეალური წარმოდგენის შექმნას. ჩემთვის დღემდე გაუგებარი რჩება სარფიან წინადადებაზე ნათია ჯანაშიას მხარის მიერ უარის მიზეზი. თუ თავად არ მოწონდათ შემოთავზებული საბაზრო თანხა, გადაეხადათ და გამოესყიდათ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი წილი იმ პროპორციულობით, რაც „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ იყო განსაზღვრული.

ამის სანაცვლოდ, დეფამაციური და ცილისმწამებლური აქტივობებით, ინვესტორის წილის დაუფლების თაღლითური მეთოდებით, ინვესტორის წინააღმდეგ მართულ მოქმედებებს, პერსპექტივა რომ არ აქვს, მინორიტარ ნათია ჯანაშიას მინავლებული კამპანია მოწმობს, რომელიც დღითიდრე სულს ღაფავს”, – დასძენს გიორგი კაპანაძე.

 

Scroll to Top