აფბა

„ნათია ჯანაშიას მოწოდება სისტემაშემქმნელი ბანკის ბოიკოტისკენ, საბოტაჟის აშკარა ნიშნებს შეიცავს“ – აფბა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ნათია ჯანაშიას მიერ „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ გაცხადებული ბოიკოტის მოწოდებებს ეხმაურება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კამპანია ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია.

„მიგვაჩნია, რომ რაც უფრო ნაკლები არგუმენტი რჩება ნათია ჯანაშიას სამართლებრივ ბრძოლაში, მით მეტად გადის იგი ადეკვატურობის სივრციდან და ისეთ საზოგადოებრივად საშიშ ქმედებას იწყებს, როგორიც სისტემა შემქმნელი ბანკის მიმართ საზოგადოებრივი ბოიკოტისკენ მოწოდებაა.

ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებულმა მოწოდებებმა: ‚დახურეთთქვენი ანგარიშები, გააუქმეთ ყველა პროდუქტი და სერვისი‘. ეს ყველაფერი, უპასუხისმგებლობასთან ერთად, სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსაც მოიცავს. თუ აქამდე მსგავსიშინაარსის განცხადებები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისკენ იყომიმართული დადადანაშაულების გზით მათიყურადღების მიპყრობას ისახავდა მიზნად, ბოლო პერიოდში პირდაპირი შეტევა სწორედ ქართული ეკონომიკის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

მიგვაჩნია, რომ ნათია ჯანაშიას ამ განცხადებაზე საჭიროა სათანადო და მყისიერი რეაგირება როგორც საკუთრივ საბანკო სექტორისა და მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციების, ისე, უპირველეს ყოვლისა, სამართალდამცველი უწყებების მხრიდან,“- ნათქვამია „აფბას“ განცხადებაში.

 

Scroll to Top