“ნათია ჯანაშიას სარჩელს ლონდონის სასამართლოში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას სასამართლო განსახილველად მიიღებს, წარმატების შანსი არ აქვს. ნათია ჯანაშიას ლონდონური სარჩელი წაგებისთვის არის განწირული”, – ამის თაობაზე ახალგაზრდა “ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ბაჩანა ჯინჭარაძე აცხადებს. შეგახსენებთ, საკითხი ეხება “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” შესახებ პარტნიორთა შორის მიმდინარე დავას, რომელიც მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას მიერ არის ინიცირებული, მათ შორის, ლონდონის სასამართლოში.
აფბაში განმარტავენ, რომ ნათია ჯანაშიას მიერ ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლესისასამართლოს ბიზნესისა და ქონებრივი საქმეებისსასამართლოში შეტანილი სარჩელით ფაქტობრივად დევნა აქვს გამოცხადებული იუსტიციის საბჭოს წევრზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე. ჯანშია-ცეცხლაძის დარტყმის მტავარი სამიზნე საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია და ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ლონდონის სარჩელში დადანაშაულებულია რეჟიმის ჩამოყალიბებაში, სასამართლოზე ზეწოლაში, კორუფციაში და რუსეთისკენ გადახვევაში. ჯანაშია აცხადებს, რომ საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას პერსპექტივა არაქვს და ამიტომ ჩივის იგი ბრიტანეთში.
ბაჩანა ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ ლონდონისსასამართლო, რომლისთვისაც რეპუტაციული მომენტი ყველაზე ძვირფასია, დიდი ალბათობით, არც მიიღებს ამ სარჩელს წარმოებაში მისი პოლიტიკურად ანგაჟირებული ხასიათიდან გამომდინარე.
“ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მაინც დავუშვებთ, რომ ლონდონის სასამართლო ამ აბსურდულ სარჩელს წარმოებაში იღებს, აფბას მიერ წარმოებული მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მას წარმატების ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება, პირველ რიგში, სწორედ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ზედაპირზევე იკითხება – კერძოდ კი ის, რომ სარჩელის პოლიტიკური მდგენელი შეგნებულად არის თითიდან გამოწოვილი, რათა რამენაირად სასამართლო დაარწმუნოს ამ სარჩელის განსახილველად მიღების აუცილებლობაში. ბენებრივია, ასეთ ვითარებაში, სავსებით ლეგიტიმურია იმის მოლოდინი, რომ ნათია ჯანაშიას სარჩელის არსებით განხილვაში ჩაშვების შემთხვევაშიც კი, განხილვის მისთვის სასურველი სცენარით დასრულება არათუ სამართლებრივ საფუძვლებს, საღ აზრსაც კი ეწინააღმდეგება”, -აცხადებს აფბას ანალიტიკოსი.
აფბაში განმარტავენ, რომ თუ ბრიტანული სასამართლო იმაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ აღნიშნული „თაღლითური ხრიკი“,მოსარჩელეების მხრიდან, როგორმე ლონდონის სასამართლოსთვის საქმის მიღებასა და შემდგომში განხილვაზე დაყოლიების მიზნით არის გამოყენებული, დიდი ალბათობით, ნათია ჯანაშიას მხარეს უკვე ბრიტანული მართლმსაჯულების წინაშე მოუწევს თავის მართლება ლონდონის სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის.


