პროექტები
2016 - კვლევა: - თბილისის მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის დადგენა. "აფბას" თანადაფინანსებით.
2015 - პროექტი "განავითარე ბიზნესი". კომპანია "ბილაინის" თანადაფინანსებით.
2013 – კვლევა საბჭოთა ანაბრზებზე. საბჭოთა ანაბრების გაუფასურების ფინანსური ანალიზი და დასაბუთება.
2012 – ორგანიზაციის კვლევა "საბანკო სფეროში მიმდინარე პროცესები"
2011 – ქალაქ თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირების გამომწვევი მიზეზების ანალიზი.
2011 – სოციოლოგიური კომპანია IPL-თან ერთად განხორციელებული საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევა. კვლევა "აფბას” თანადაფინანსებით.
2010 – საქართველოში საწვავის საცალო და საბითუმო ბაზრის, ნავთობკომპანიების სატარიფო პოლიტიკის ანალიზი. სამოქალაქო მოძრაობა "პროტესტი ბენზინის ქართულ ფასებს” თანადამფუძნებელი.
2010 – ფარმაცევტული ბაზრის ფართომაშტაბიანი კვლევა საქართველოში. კვლევა "აფბას” თანადაფინანსებით
2010 - ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარის კვლევა საქართველოში. მობილური ტარიფების შემცირების კამპანიის დაწყება. კვლევა "აფბას” თანადაფინანსებით.
2005 - "რეიტინგი-კავკასიასთან” ერთად განხორციელებული პროექტი "ბიზნეს-სტრუქტურებისადმი მოსახლეობის ნდობის ხარისხი”. ლაურეატების დაჯილდოება სასტუმრო "ვარაზში”.
2004 - სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრ "რეიტინგი-კავკასიასთან” და "მცირე და საშუალო ბიზნესის კონფედერაციასთან” ერთად განხორციელებული პროექტი – "წლის საუკეთესო ბიზნესმენები, ბანკირები, კომპანიები და ბანკები”. ლაურეატების დაჯილდოება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს "ვერძით” "შერატონ მეტეხი პალასში”.
2003 - ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით "ქვემო ქართლში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის” განხორციელებული სამთვიანი პროექტი.
2002 - "აფბას” მიერ თებერვალსა და ივნისში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებასთან ერთად შემუშავებული ალტერნატიული კანონპროექტი "გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ”. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის "გრანტების შესახებ” ალტერნატივა.
2001 - ანალიტიკურ-კვლევით ცენტრ "რეიტინგ-კავკასიასთან” ერთად განახორციელებული პროექტი "პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და ბიზნეს სტრუქტურებისადმი ნდობის რეიტინგი”.