ისტორია

საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა" არასამთავრობო ორგანიზაციაა.  „აფბა" თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ასპირანტების ჯგუფმა 1994 წლის მარტში დააფუძნა. იგი 1998 წლის მაისში, 2006 წლის იანვარში და 2010 წელს ხელახლა იქნა რეგისტრირებული. „აფბა" საქმიანობის 19 წელიწადს მოითვლის, ორი მცირეხნიანი შესვენების ჩათვლით. 

"აფბაში” ფუნქციონირებს შემდეგი კვლევითი ცენტრები – ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტი, საბიუჯეტო ოფისი, ბიზნესგარემოს შემსწავლელი ჯგუფი, მეწარმეთა საბჭო, ტურიზმის კვლევის ცენტრი, საბანკო-საფინანსო კომიტეტი, მენეჯმენტის ჯგუფი, სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. "აფბას” მიერ განხორციელებული პროექტების განხილვა ხდება საჯაროდ, მას-მედიის და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით. 

„აფბა" აქცენტს აკეთებს პროფესიონალიზმზე.