სიახლეები
აფბა „კავკასუს ონლაინის“ საქმესთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს და მოუწოდებს შესაბამისი რეაგირებისკენ ”კავკასუს ონლაინის” საქმესთან დაკავშირებით. ასოციაცია მიმართავს უწყებებს, რათა არ დაუშვან კომუნიკაციების კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ინვესტორის ფაქტობრივი გაძევება ქვეყნიდან.
აფბა კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს არ დატოვოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე
ა/ო ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას შეცვალოს დაგეგმილი სანქციის ფორმა და არ შეუჩეროს ავტორიზაცია ”კავკასუს ონლაინს”. თუ კომისია მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეეებისა და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტების დიდი ნაწილი ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩება.
აფბა პარლამენტს მოუწოდებს არ დაამტკიცოს კანონპროექტი მომსახურების სააგენტოს ქონების სააგენტოსთან შერწყმის შესახებ
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბამ შეისწავლა ის რისკები, რაც არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გაუქმებასა და მისი ფუნქციების სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გადატანასთან დაკავშირებით. „აფბა“ მიიჩნევს, რომ ეს გაერთიანება არაფრის მომცემ მექანიკურ შერწყმასთან ერთად, აჩენს დამატებით რისკებს. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის ფულის გათეთრების რისკები, რაც იმავდროულად ევროასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
აფბა მთავრობას მოუწოდებს ეკონომიკის გახსნის ტემპი დააჩქაროს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ეხმაურება მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის გახსნის გეგმას და მთავრობას მოუწოდებს, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები უფრო სწრაფი ტემპით მოიხსნას.