ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები
აფბა: მსოფლიო ბანკის მოხსენებაში საქართველოს დაწინაურება უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ეხმიანება მსოფლიო ბანკის მოხსენებას, რომლის მიხედვითად ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ საქართველომ პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 პოზიცია დაიკავა.
შოთა გულბანი: საკანონმდებლო ინიციატივები საფინანსო სექტორში დაგვიანებულია და არასაკმარისი
მამუკა ბახტაძის საკანონმდებლო ინიციატივებზე და საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა გულბანმა პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში. მისი თქმით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საფინანსო სექტორში შექმნილი მდგომარეობა და ტენდენციები არ იძლევა პოზიტიური მოლოდინების საფუძველს
აფბა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანმდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის გადადგომას ეხმაურება. აფბაში მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი ერთგვარი რეაქციაა აფბას და მთელი რიგი მედია-საშუალებების მიერ გასაჯაროებულ იმ შესაძლო დარღვევებზე და კორუფციულ დაშვებებზე, რასაც საზოგადოება ბოლო პერიოდში ინტენსიურად ეცნობოდა.
აფბა: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კერძო საკუთრებას ზღუდავს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, აგრძელებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე (მგგ) მუშაობას და საზოგადოებას შუალედურ ანგარიშს სთავაზობს. კერძოდ, ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტის“ მიერ, მერიისთვის წარდგენილი მგგ-ს განახლებული მასალებიდან ირკვევა, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციების ახლებურად მოწყობისა და რელოკაციის ფინანსური და ეკონომიკური საკითხები კვლავ ბუნდოვანია.
აფბა დიმიტრი ქუმსიშვილს: მთავრობამ გზების მშენებლობიდან 32 მილიონის ეკონომიაზე განცხადება უნდა გააკეთოს
საგზაო დეპარტამენტის საქმიანობისა და მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების კვლევის ფარგლებში, აფბას ანალიტიკოსებმა აქამდე გაუხმაურებელი ფაქტების მოპოვება შეძლეს. გზების დეპარტამენტის ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე მაგისტრალის მე-2 ლოტზე საქართველოს ხელისუფლებამ 32,4 მილიონი ლარი დაზოგა