\"თავისუფალი დემოკრატები\" და აფბა\" \"მრგვალ მაგიდას\" ატარებენ

26.07.2011 | ნანახია 687-ჯერ



\ხვალ,26 ივლისს, 12 საათზე, თბილისში, მთაწმინდაზე, მაყაშვილის ქ. # 32/34, სასტუმრო \"ბეტსის\" საკონფერენციო დარბაზში პოლიტიკური გაერთიანება \"თავისუფალი დემოკრატები\" და ა/ო \"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა\" ატარებენ ერთობლივ ბრიფინგს და \"მრგვალ მაგიდას\" ექსპერტების მონაწილეობით. 

\"მრგვალი მაგიდის\" თემაა: საქართველოში თავისუფალი კონკურენციის პრობლემები და ანტიმონოპოლიური მდგომარეობა. 

განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები: მერაბ კაკულია, სოსო ცისკარიშვილი, გია ხუხაშვილი, დემურ გიორხელიძე, მიხეილ თავხელიძე, გია ჯანდიერი, ვაჟა ბერიძე, ირაკლი ლექვინაძე, ლევან კალანდაძე, ავთანდილ სილაგაძე, ალექსანდრე თვალჭრელიძე, ქეთევან ლაფაჩი და სხვები. \"მრგვალ მაგიდასთან,\" აგრეთვე მოწვეულნი არიან ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელისუფლო სტრუქტურების მაღალჩინოსნები და წარმომადგენლები.