საქართველო ევროკავშირის წინააღმდეგ

29.06.2011 | ნანახია 664-ჯერ



საქართველო ევროკავშირის წინააღმდეგ\"სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადება დაგვიანებულია”

მერაბ ჯანიაშვილი, აფბას პრეზიდენტი
 
სამოქალაქო საზოგადოების ერთმა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ის გამოსვლები გააპროტესტა, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას რომ იწვევს. ფაქტის კომენტირება არასამთავრობო ორგანიზაცია `ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის~ პრეზიდენტს მერაბ ჯანიაშვილს ვთხოვეთ.
- როგორ შეაფასებდით არასამთავრობოების განცხადებას?
- ვფიქრობ, ეს განცხადება დაგვიანებულია. საქართველოს მთავრობა დიდი ხანია დგამს სერიოზულ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. სამოქალაქო საზოგადოებას კი ეს დღემდე არ შეუმჩნევია. ჩვენ, ახალგაზრდა ფინანსისტები, ბოლო სამი წელი, სისტემატურად ვაპროტესტებთ ამგვარ პოლიტიკას, უმოქმედობას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღდგენის, სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური უწყების ჩამოყალიბების, შრომის კოდექსის შეცვლის, სურსათის უვნებლობის თუ სხვა კუთხით, ამ თემას მივუძღვენით არაერთი კვლევა, პრეზენტაცია, სხვათა შორის, დაუფინანსებელი მავანი ფონდების მიერ, - ბრიფინგი, პუბლიკაცია. მიუხედავად ამისა, ვერ მივაღწიეთ მთავრობისა და პარლამენტის გამოფხიზლებას, პოზიციის შეცვლას და სათანადო ნაბიჯების გადადგმას. მათ შორის, იმ ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც დღეს ასე შეწუხებულან ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობით. საინტერესოა, ჩემი კოლეგები, განსაკუთრებით `სოროსის ფონდი~. სად იყვნენ აქამდე? როდემდე უნდა ვუყუროთ საქვეყნო საქმეებს გუნდური და კლანური ინტერესების პრიზმაში? სამწუხაროდ, არა მარტო ბიზნესშია ფეხმოკიდებული კლანურობა, არამედ განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორში. 
- უჭერს თუ არა მხარს აფბა აღნიშნულ განცხადებას?
- უდაოდ და უსათუოდ. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, აუცილებელია. ევროკავშირის ყველა მოთხოვნა - ანტიმონოპოლიური რეგულირების აღდგენა, შრომის კოდექსის სრულყოფა, სურსათის უვნებლობის კონტროლი და სხვა უნდა შესრულდეს. ჩვენ, აფბა ამ თემებზე, მოცემულ განცხადებაში მოყვანილ დებულებებს უკვე სამი წელია აყენებს ქართული მედიის მეშვეობით. აი, მაგალითად, `სოროსის ფონდს~, რომ მოენდომებინა, ეს საკითხები გაცილებით რეზონანსულ ჟღერადობას შეიძენდა. ახლა მისი აქტიურობა, მის მიერვე პატივდებულ არასამთავრობოებთან ერთად, სულხან-საბა ორბელიანისა არ იყოს, `უკან მიდევნებული ლამპარის როლს ასრულებს”, რაც სამწუხაროა. საიამ, ახალგაზრდა იურისტებმა და ქ-ნმა ჩუგოშვილმა სჯობს ის დააზუსტოს, არსებობს თუ არა ქართულ კანონმდებლობაში `სანქცირებული მიტინგის~ ცნება, ხოლო \"სოროსის ფონდს\" თუ მართლა შესტკიოდა გული ამ პრობლემებზე, გაცილებით ადრე უნდა ამოეღო ხმა და როცა ეს ახლა გადაწყვიტა, ვისაც ამ მიმართულებით დიდი და სერიოზული სამუშაოები აქვს ჩატარებული, მის იგნორირებას არ უნდა ცდილობდეს.
- გმადლობთ.