\"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას\" განცხადება

5.08.2011 | ნანახია 192-ჯერ



\\"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების\" 5 აგვისტოს განცხადების პასუხად 
 
5 აგვისტოს, სასტუმრო \"ძველი მეტეხის\" საკონფერენციო დარბაზში აფბამ გამართა ბრიფინგი თემაზე: `პროფკავშირები, რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს არ იცავს, უნდა გაუქმდეს~. ბრიფინგს უძღვებოდა აფბას პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ პროფკავშირებმა ვერ დაიცვა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანების - მასწავლებლები, ექიმების, სახელმწიფო მოხელეების, მეცნიერების, სამარშრუტო ტაქსის მძღოლების და სხვათა ინტერესები. ამდენად, ამ სისტემის რეფორმირება აუცილებელია. 
ბრიფინგზე მობრძანდნენ `გაერთიანეული პროფკავშირების მიერ გამოგზავნილი მოქალაქეები, რომლებიც შეეცადნენ, თავიანთი გამოხდომებით და ქმედებებით ბრიფინგის ჩაშლას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ მოვუსმინეთ, ბრიფინგის მსვლელობის საზიანოდ, გავუმართეთ დისკუსია, რომელშიც მათი პოზიციები უარგუმენტო და უსუსური აღმოჩნდა.
ზღვარგადასულია პროფგაერთიანების დღევანდელი ხელმძღვანელის ბ-ნ პეტრიაშვილის განცხადებები, რომელთა გვირგვინიც პროფკავშირის 5 აგვისტოს განცხადება აღმოჩნდა. ამ არასერიოზულ დოკუმენტში ბ-ნი პეტრიაშვილი და მისი გუნდი, პროფგაერთიანების სახელით ცრუობს და ტყუის - `აფბა აცხადებს, რომ აშშ საქართველოს პროფკავშირების გაძლიერებას ითხოვს და იქვე პროფკავშირების გაერთიანებას აკრიტიკებს~. აშშ პროფკავშირების გაძლიერებას `თითქოსდა~ კი არ ითხოვს, არამედ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველოში პროფესიული ორგანიზაციების როლი უნდა ამაღლდეს. ლოგიკასთან ეს ბატონი და მისი თანამოაზრეები, ჩანს შორს არიან, თორემ განა ეს ქებაა და არა კრიტიკა? ბარაქალა, გაერთიანებულ პროფკავშირებს, თუ საიმისოდ გარჯილან, რომ აშშ-ს ისეთი ინფორმაციები მიაწოდეს, რომ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა პროფკავშირების თაობაზე სავალალო დასკვნა გააკეთეს. თუმცა, განა, აშშ-ს დეპარტამენტის განცხადებაა იმისთვის საჭირო, რათა დავასკვნათ, რომ პროფკავშირები საქართველოში თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს და დასაქმებულთა ინტერესებს ვერ იცავს? 
ამ სიცრუისა და არაკომპეტენტურობის ნაზავზე ვრცელი მსჯელობა ნამდვილად არ ღირს, მაგრამ `გაერთიანებული პროფკავშირები~ აფბას ბრალს სდებს, რომ მის უკან დგას რომელიღაც სახელისუფლებო დაჯგუფება და სხვა პოლიტიკური ძალები. თუ ჩვენს უკან ეს ძალები დგანან, ბუნებრივია, ისინი ჩვენ უნდა გვიხდიდნენ, თანაც საკმაოდ სოლიდურ თანხებს. თუU გვიხდიან, ცხადია, ეს უნდა იყოს ასახული აფბას მესვეურების ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობაზე. ჩვენ პირიქით, ეჭვი გვაქვს, რომ გაერთიანებული პროფკავშირების წევრთა მიერ გადახდილი საწევროები მისი ლიდერების კეთილდღეობას ხმარდება. თუ ბატონი პეტრიაშვილი არ დაასაბუთებს თავის ბრალდებას ან არ მოიხდის ბოდიშს, მაშინ ჩვენ მის საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ ის არის კორუმპირებული პროფკავშირული ხელმძღვანელი. მისი და აფბას პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრებების დასადასტურებლად, აფბას პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ასეთ შეთავაზებას აკეთებს: ორშაბათს, დილით 10 საათზე, საჯარო დისკუსიის დაწყებამდე, გაერთიანებული პროფკავშირების და აფბას ხელმძღვანელები ჟურნალისტებთან ერთად, წავიდეთ და მოვინახულოთ გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერის და მისი გუნდის წვერი სხვა ხელმძღვანელების, აგრეთვე, აფბას ხელმძღვანელების ბინები, სახლები, აგარაკები და მანქანები. მედიის წარმოამდგენლები ნათლად დაინახავენ, ვინ არის კორუმპირებული, ვინ ცხოვრობს არაშრომითი შემოსავლებით და ვის უკან დგანან გავლენიანი პოლიტიკური და ბიზნეს-ჯგუფები.
ჩვენ აუცილებლად მივალთ სადისკუსიოდ ბ-ნ პეტრიაშვილთან პროფკავშირების ოფისში, სადაც დაგვიბარეს, მაგრამ საგნობრივ დისკუსიას დავიწყებთ მხოლოდ ამ პროცედურის ჩატარების შესახებ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის ჩვენს შორის მარიონეტი და კორუმპირებული.
ბ-ნმა პეტრიაშვილმა უნდა თქვას რომელი `სქემის~ ნაწილი ვართ ჩვენ და ვინ არის ხელისუფლებაში მყოფი, ამბიციების მქონე `მცირე ჯგუფი~. კალამბურებით ლაპარაკი ასეთი თანამდებობის პირს არ შეჰფერის. რაც შეეხება ჩვენს, `ნაკლებად ცნობილობას~ ეს საზოგადოებამ განსაჯოს. ბ-ნ პეტრიაშვილს კი შევახსნებთ, რომ 10 წლის წინ საქართველოში თავად ბ-ნ პეტრიაშვილის ვინაობა არავინ იცოდა. 90-იანი წლების დასაწყისში მიხეილ სააკაშვილიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა იურისტი იყო, დღეს კი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველია. ჩვენი აგდებულად, `აშბად~ და `აჩბად~ მოხსენიება უკადრისი საქციელია, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ აჩბა ცნობილი გვარია, აჩბები აფხაზი-ქართველი თავადები იყვნენ, როცა `ღადაობ~ ამდენი მაინც უნდა გესმოდეს. 


\"საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა\"