„აფბა“ კონფერენციაში - „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და არასამთავრობო ორგანიზაციები“ ჩაერთვება

16.09.2014 | ნანახია 1666-ჯერ



„აფბა“ კონფერენციაში - „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და არასამთავრობო ორგანიზაციები“ ჩაერთვება
   „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის\" პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე, ხვალ, 17 სექტემბერს, „შერატონ მეტეხი პალასში\" დაგეგმილ მრგვალ მაგიდას დაესწრება.
 
   ღონისძიებაზე „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და არასამთავრობო ორგანიზაციები\", ასოციაციის პრეზიდენტი სტუმრების წინაშე წარდგება მოხსენებით „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე\". გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის პროცესში, საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს განსაკუთრებული მოვალეობა აკისრიათ, აფბა-მ სიამოვნებით მიიღო „ახალგაზრდა ადვოკატების\" შემოთავაზება.
 
   მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საუბარია ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე გარკვეული ჯგუფების მხრიდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხის განხილვა მრგვალი მაგიდის ფორმატში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფრომაცია თუ რა შესაძლო ეკონომიკური პროცესები გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაციამ და როგორ აისახება ეს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე.