აფბა: ლარის სტაბილურობას წლის ბოლოსთვის საფრთხე არ ემუქრება

17.11.2014 | ნანახია 1496-ჯერ



აფბა: ლარის სტაბილურობას წლის ბოლოსთვის საფრთხე არ ემუქრება

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას\" შეფასებით ეროვნული ვალუტის, ლარის სტაბილურობას წლის ბოლოსთვის საფრთხე არ ემუქრება. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ 17 ნოემბერს „პირველ პრეს-კლუბში\" ბრიფინგი გამართა.


„საზოგადოებას კარგად ახსოვს შარშანდელი წლის დასასრული, როდესაც ლარის გაუფასურების პროცესი დაიწყო და  შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 3-4 თვეში 7%-ით დაეცა. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ფინანსისტები საჭიროდ მივიჩნევთ საზოგადოებას მივაწოდოთ ანალიზი მიმდინარე წლის ბოლოს ლარის კურსის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ადეკვატური მოლოდინების ფორმირება თავის მხრივ ხელს უწყობს კურსის სტაბილურობის შენარჩუნებას, პანიკური განწყობის ფორმირება კი პირიქით დარტყმას აყენებს ლარის სტაბილურობას\", - განაცხადა ჭიჭინაძემ.


მოგეხსენებათ, საქართველოში 1997 წლიდან მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რომლის პირობებში გაცვლითი კურსის განსაზღვრა ხდება საბაზრო ძალების მიხედვით - მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედებით. შესაბამისად, ლარის კურსის შესაძლო ცვლილების გასაანალიზებლად საჭიროა იმ სფეროების და მიმართულებების შესწავლა, რომლებიც გავლენას ახდენს ქვეყანაში უცხოური ვალუტის (დოლარის) შემოდინება-გადინებაზე.


ახალგაზრდა ფინანსისტებმა გააანალიზეს აღნიშნული სფეროები და ანალიზის შედეგად გამოკვეთეს, რომ წლის ბოლოსთვის ლარის სტაბილურობის თვალსაზრისით პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მათი აზრით, ამის საფუძველს ქმნის ექსპორტის ზრდადი ტენდენცია, რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოტანის მნიშვნელოვანი წყაროა, პირველ ცხრა თვეში ექსპორტი გაზრდილია 7%-ით.


2014 წლის პირველ ნახევარში 43%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ეინვესტიციები ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, საბანკო სექტორის გამოკლებით (ვინაიდან, საბანკო სექტორში მოხდა ინვესტიციების გაპორტფელურება, რამაც პირდაპირი ინვესტიციების კლების ეფექტი შექმნა). პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორიამთლიანი საგარეო ვალი, რომლის ნამეტმა (აღებულ ვალს მინუს გადახდილი) 2014 წლის პირველ 2 კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 167 მილიონი დოლარი შეადგინა, ანუ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება მოხდა. ლარის სტაბილურობის ასევე მნიშვნელოვანი გარანტია ფულადი გზავნილები, რომლის მოცულობამაც 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში 1,078 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 6 მილიონი დოლარით აღემატება. ლარის სტაბილურობის მხარდამჭერი ტენდენციაა დეპოზიტების ფორმირების კუთხითაც.  2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტები 22%-ით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში კი 21%-ით. აღსანიშნავია, რომ ვადიანი დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში 65%-ით არის გაზრდილი, რაც ლარის მიმართ ნდობის ამაღლების მანიშნებელია. ამავე დროს, ამ ტენდენციაში ირეკლება საზოგადოების პოზიტიური მოლოდინებიც ლარის კურსთან დაკავშირებით, რაც კურსის სტაბილურობის საკმაოდ მნიშვნელოვანი წინაპირობაა\", - განაცხადა „აფბას\" ხელმძღვანელმა.


მან ტურისტული ნაკადის ზრდაზეც ისაუბრა, ვინაიდან საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებში ტურიზმი უცხოური ვალუტის შემომტანი მნიშვნელოვანი წყაროა. ამ მხრივ კი მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაში 1 932 492 ტურისტი შემოვიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 10%-ით მეტია.


„აფბას\" მიერ გამართულ ბრიფინგზე მონეტარულ და ფისკალურ ფაქტორებზეც იყო საუბარი. ჭიჭინაძის შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიმდინარე წელს გატარებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკაც.


„მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად არის გამოსწორებული ბიუჯეტის ხარჯვის რიტმულობა, რაც წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის ხარჯვის მკვეთრ გააქტიუროებას გამორიცხავს და შესაბამისად ლარის გაუფასურებაზე ზეწოლაც არ მოხდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ასათვისებელია ძირითადად უცხოური საინვესტიციო კრედიტები, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა და ლარის კურსზე დადებითად აისახება. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, მიმდინარე წელს შარშანდელთან შედარებით ეროვნულ ბანკს გაზრდილი აქვს რეფინანსირების განაკვეთი, რაც უმნიშვნელო თუმცა მაინც ლარის გამყარების წინაპირობაა. ამასთანავე, თითქმის 3 თვეა ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარ საფინანსო ინსტიტუტს კურსისდაჭერის\" აუცილებლობა არ ქონია და ლარის კურსი ჩარევის გარეშე ინარჩუნებდა სტაბილურობას\", - განმარტავს ორგანიზაციის პრეზიდენტი.


ამდენად, ხსენებული ფაქტორების ზემოქმედება ლარის სიმყარეზე ახდენენ ზეწოლას, რაც კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ წლის დასაწყისიდან მოყოლებული გაცვლითი კურსის მეტ-ნაკლებად სტაბილური ტრენდი წლის ბოლოსაც შენარჩუნდეს. „აფბა\" მიიჩნევს, რომ სავალუტო ბაზარზე პანიკის საფუძველი არ არსებობს და მკვეთრს ცვლილებეს არც წლის ბოლოს უნდა ველოდოთ, ვინაიდან ლარის გამყარებაზე დადებითად მოქმედი ფაქტორების წონა ამ შემთხვევაში უფრო მეტია, ვიდრე გაუფასურების მასტიმულირებელი ფაქტორები, მათ შორის იმპორტის ზრდა, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების ზრდა და ..