აფბას მორიგი გამარჯვება მონოპოლიებთან ბრძოლაში

6.04.2011 | ნანახია 688-ჯერ



აფბას მორიგი გამარჯვება მონოპოლიებთან ბრძოლაშიაფბამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ”მარშრუტკებით” მგზავრობის საფასურის გაზრდა გადააფიქრებინა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ის სქემა გაშიფრა, რომლითაც ტენდერში გამარჯვებული ოთხი კომპანია, რომლებსაც აფბა ერთ ბიზნესსუბიექტად და მონოპოლისტად მოიაზრებს, აპირებდა თავიდან აეცილებინა ხაზების მართვის დაწყების შემდეგ მგზავრობის ღირებულების გაზრდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან ფარული და სავარაუდო გარიგების მეშვეობით, დიზელის საწვავის ფასი გაიზარდა და მან მსოფლიოში უნიკალურ სიტუაციამდე მიგვიყვანა – ბენზინის ფასს გადააჭარბა. თითქოსდა, მძღოლები იძულებულები ხდებოდნენ თავად მოემატებინათ მგზავრობის ფასი. ამ მომატებული ფასიდან ამონაგებით აპირებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახალი ”მარშრუტკების” შემოყვანასაც, ანუ ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული თანხებით. 
ამ სქემისადმი მიძღვნილი ბრიფინგის დაანონსებიდან მეორე დილით ”მარშრუტკებში” გამოკრული შესაბამისი განცხადებები გაქრა და მერიამ ძველი ფასის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
ასეა - დაგრანტული არასამთავრობოები გრანტებს ჭამენ, აფბა კი საქმეს აკეთებს.