,,აფბას\'\' შეფასებით, ბიზნეს საქმიანობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია

5.12.2014 | ნანახია 1533-ჯერ



,,აფბას\'\' შეფასებით, ბიზნეს საქმიანობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია

 

5 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო ,,პირველის\" პრეს–კლუბში, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა\" ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ ბიზნეს–სექტორის  საქმიანობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და 2014 წლის სამი კვარტლის მონაცემები შეაფასა.

 

,,ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად ქვეყანაში და მოქალაქეებში გარკვეული პანიკის ნიშნები გაჩნდა. ხშირია საუბრები საქართველოს ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობაზე და ბიზნესის გაუამრთავ საქმიანობაზე. ამის ყველაფრის ფონზე, ,,საქსტატმაბიზნეს-სექტორის საქმიანობის, 2014 წლის სამი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესში არსებული მდგომარეობა საკმაოდ დამაიმედებელია. მიმდინარე წლის, სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ბიზნესის საქმიანობის ამსახველი ყველა ძირითადი მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. გაზრდილია ბიზნეს-სექტორის ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება, ასევე, 2,6%-ით არის გაიზრდილი დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო შრომის ანაზღაურების ზრდამ 11% შეადგინა\" – განაცხადა ,,აფბას\" ვიცე–პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ.

 

უფრო დეტალურად, თუ განვიხილავთ  \"საქსტატისმიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს დავინახავთ, რომ  ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაზრდილია –13.7%–ით. 2014 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-სექტორის მთლიანმა ბრუნვამ 12,1 მილიარდი ლარი შეადგინა და გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 13,7%ით გადააჭარბა. ჯამში პირველს სამ კვარტალში ბრუნვის მოცულობამ 33,1 მილიარდ ლარ შეადგინა და 2013 წლის სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელ 4 მილიარდი ლარით გადააჭარბა.

 

,,თუმცა საშუალო და მცირე ბიზნესის სუსტი განვითარება კვლავ პრობლემად რჩება, ბიზნესის ბრუნვის 82,3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 9,5% - საშუალო ბიზნესზე, ხოლო დარჩენილი 8,2% მცირე ბიზნესის წილია. ბიზნესის ბრუნვის 81% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე მოდის, 10% სააქციო საზოგადოებების წილია, ხოლო დარჩენილ ნაწილს სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებზე მოდის. თუკი 2014 წლის პირველი სამი კვარტლის შედეგებს, 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს შევადრით, დავინახავთ, რომ ზრდა დაფიქსირდა აბსოლუტურად ყველა სექტორში. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობაში 33%-ით, 16%-იანი მატებაა სოფლის მეურნეობაში, +15% - უძრავი ქონება და +14% ვაჭრობაში.რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ბიზნესის ბრუნვის 70% (თითქმის 24 მილიარდი ლარი) ქვეყნის დედაქალაქშია კონცენტრირებული\" –  აცხადებს ,,აფბას\" ვიცე–პრეზიდენტი.

 

15%–იანი ზრდაა პროდუქციის გამოშვებშიც. 2014 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-სექტორის მიერ 6,4 მილიარდი ლარის პროდუქცია იქნა გამოშვებული, რაც გასული წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება. ჯამში წლის სამ კვარტალში გამოშვებული პროდუქციის ღირებულებამ 17,1 მილიარდი ლარი შეადგინა. მთლიან გამოშვებაში ყველაზე დიდი წილი - 33%, მრეწველობაზე მოდის. შემდგომ არის  ვაჭრობის სფერო 3 მილიარდი ლარის პროდუქციით, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 2,6 მილიარდი ლარი, მშენებლობა – 2,4 მილიარდი, აუტსაიდერებში არიან სოფლის მეურნეობა და განათლება, შესაბამისად 166 და 148 მილიონი ლარის პროდუქციით.