„აფბა“– ციტრუსის საექპორტო პოტენციალი გაიზარდა

9.12.2014 | ნანახია 1501-ჯერ



„აფბა“– ციტრუსის საექპორტო პოტენციალი გაიზარდა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა\", სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტების შეფასებას განაგრძობს. ამჯერად ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ციტრუსის 2014 წლის მოსავალზე, არსებულ მდგომარეობაზე და იმ პროექტების მიმდინარეობაზე, რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადგილობრივი ფერმერებისა და მწარმოებლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, „აფბას\" ვიცე პრეზიდენტმა შოთა გულბანმა „პირველის\" პრეს–კლუბში ბიფინგი გამართა, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა, ციტრუსის დარგში.

 

მისი თქმით აღსანიშნავია, რომ ციტრუსის მოსავალს საქართველოს სხვადასხვა რაიონებეისთვის, განსაკუთრებით აჭარაში მცხოვრები ფერმერებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმ კუთხით, რომ მათი წლიური შემოსავლების დიდი ნაწილი ციტრუსის მოსავალის სიუხვეზეა დამოკიდებული. „თუ გავითვალისწინებთ აჭარის გეოგრაფიულად რთულ მდებარეობას (ჩრდილოეთ სუპტრობიკები) ციტრუსის მოყვანისთვის, სადაც გაყინვის რისკები საკმაოდ მაღალია, აუცილებელია მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა და ჩარევა ადგილობრივი ფერმერების საქმიანობაში სუბსიდირებით და სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტების განხორციელებით, რომ ის რისკები, რაც  მოსავლის მოყვანას და შემდგომ მის რეალიზებას უკავშირდება, მაქსიმალურად იქნეს დაზღვეული და შემდეგ წახალისებული\"– განაცხადა შოთა გულბანმა.

 

„ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ციტრუსის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასთან მიმართებაში.  პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს საქართველოში ციტრუსის მოსავალმა ისტრორიული მაქსიმუმი, 110,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 43%–ით მეტია\"– აცხადებს აფბას ვიცე პრეზიდენტი.


კერძოდ 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით სიტუაცია შემდეგნაირია:

 

1) სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიციატივით, საწარმოებში სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქ.ბათუმში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა;


2) კომპანიები სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ და ასევე, მათ საშუალება ექნებათ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის\" მე-6 კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს;


3) პროგრამაში უკვე ჩაერთო სამი კომპანია. შპს „GIAM group”, შპს\"TCF Georgia” და სააქციო საზოგადოება „ქობულეთის ჩაი\";


4) პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ. სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ. მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ;


5) მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარს შეადგენს;


შოთა გულბანმა ასევე ყურადღება გაამახვილა ასევე ექსპორტის ხელშემწყობი ღონისძიებებზე და გადასახადების მაქსიმალურ ლიბერალიზებაზე, რათა ქართველი ექსპორტიორები არ შეფერხდნენ მძიმე საგადასახადო ტვირთის გამო. მისი თქმით საქართველო უკვე სარგებლობს დსთ–ს სივრცეში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რასაც მას ST1 სერთიფიკატი ანიჭებს, რომელიც ადასტურებს, რომ ზუსტად ამ ქვეყანაშია წარმოებული პროდუქტი, მისი მეშვეობით ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია საბაჟო გადსახადებისგან გათავისუფლებულია.

 

„თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღგ–ს გადახდა უწევთ ექსპორტიორებს, იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს და სტანდარტებს პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით სრულად ვერ აკმაყოფილებენ\"–დასძენს გულბანი.


„ასევე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მანდარინის შეფუთვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა, რაც ქართულ ციტრუსს საექსპორტოდ მიმზიდველ პროდუქციად აქცევს. ამ მხრივ ქობულეთში უკვე არსებობს საწარმო, რომელიც მთლიან მოთხოვნას აკმაყოფილებს ხის ყუთებზე. ასევე ქუთაისში და თბილისშიც არსებობს საწარმოები, რომლებიც მოთხოვნის ნაწილს აკმაყოფილებენ.  ხაზგასმით აღსანიშნვაია, რომ ციტრუსის შეფუთვა და დაფასოება არის საკმაოდ კარგად გაფორმებული და ბრენდირებული, რასაც აწერია, რომ არის ქართული წარმოების, ეს მნიშვნელოვნად ზრდის ქართული ციტრუსის კონკურენტულ უპირატესობას\"– განაცხადა შოთა გულბანმა „პირველის\" პრეს–კლუბში ჟურნალისტეებთან საუბრისას.


„აფბა\"–ში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად აღნიშნული პროექტებისა, რაც ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯებია ქართული ციტრუსის განვითარების გზაზე, აუცილებელია, რომ მთავრობის მხრიდან არ მოხდეს ყურადღების მოდუნება და მომავლშიც აქტიურად გაგრძელდეს ფერმერების სუბსიდირება და შესაბამისი ხელსაყრელი გარემოს შექმნა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის განვითარებისთვის.