,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა არსებული მონაცემების საფუძველზე 2014 წელს აჯამებს”

29.12.2014 | ნანახია 1607-ჯერ



,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა არსებული მონაცემების საფუძველზე 2014 წელს აჯამებს”

 

დღეს 29 დეკემბერს. ,,რეპორტიორის\" პრეს–კლუბში ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია\" – აფბას ვიცე–პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ  ეკონომიკური წელი შეაჯამა. კაპანაძის განცხადებით, 2014 წელი თავისი შედეგებით 2013–თან  შედარებით წარამტებულად შეიძლება ჩაითვალოს.

,,მთავრობამ გაცხადებულ პრიორიტეტებზე რეალურად იმუშავა – ესენია, აწარმოე საქართველოში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, ენერგეტიკა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ყველა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები სახეზეა, მაგრამ, ამავდროულად, იყო გაკვეული ხარვეზებიც,  ინფრასტრუქტურული პროექტები დაგეგმილ მოცულობაში ვერ განხორციელდა, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გარღვევაა და ლარის 10–14 პუნქტიანი დევალვაციაც სახეზეა, თუცმა ინფლაცია თარგეთირებულს მნიშვნელოვნად არ აჭარბებს\" – განაცხადა გიორგი კაპანაძემ. 

მან დეტალურად განიხილა ქვეყნის ეკონომიკაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები:

მთლიანი შიდა პროდუქტი

        მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ წლიური ინფორმაცია ცხადია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, ამდენად, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ პირველი 3 კვარტლის მონაცემებს უნდა დავჯერდეთ.

        ,,საქასტატისმონაცემების მიხედვით, 2014 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 540,1 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,6 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა.

მნიშვნელოვანია, რომ შეცვლილია მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა. კერძოდ, გაზრდილია სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში, გაზრდილია ასევე მშენებლობის და ვაჭრობის წილიც. შემცირებულია მშპ-ში სახელმწიფო მმართველობის წილი. სხვა დანარჩენ ძირითად დარგებში წილობრივი თვალსაზრისით არსებითი ცვლილება არ მომხდარა.

 

ბიუჯეტი

საბიუჯეტო პროცესი 2014 წელსაც მწვავე კრიტიკის ფონზე წარიმართა. ამ განწყობის ფორმირებაზე 2013 წელს განვითარებულმა ეკონომიკურმა პროცესებმაც მოახდინა გავლენა. წლის დასაწყისიდან ბიუჯეტის ათვისების პრობლემები შეინიშნებოდა, რაც წლის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოსწორდა.

2014 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით კი ბიუჯეტში შემდეგი მდგომარეობაა:

1) შემოსულობები შესრულებულია 97%-ით;

2) გადასახდელები შესრულებულია 95%-ით.

მოცემული სურათი, დიდი ალბათობით, არსებითად არ შეიცვლება. მართალია, გეგმასთან შედარებით ჩამორჩენა დაფიქსირდა, თუმცა ბიუჯეტის ამ პარამეტრებში შესრულება ეკონომიკური სტაბილურობის და განსაკუთრებით ლარის სტაბილურობის თვალსაზრისით, ოპტიმალური ვარიანტია.

ინვესტიციები

ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით წლის პირველი ნახევარი ოპტიმიზმის საფუძველს არ ტოვებდა. პირველ 2 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების კუთხით კლება დაფიქსირდა, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა პორტფელური ინვესტიციების ნაწილში და ჯამში ინვესტიციები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა.

მესამე კვარტალი კი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩდა წინა ორისგან და შემოდინებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 508 მილიონი დოლარი შეადგინა. შედეგად, 3 კვარტალში ოფიციალური მონაცემებით შემოსულია 924 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და 209 მილიონის პორტფელური ინვესტიცია (2 კვარტალში), ეს პირდაპირი ინვესტიციების 30%-იანი მატებაა, პორტფელურის ნაწილში კი შარშან 127 მილიონი დოლარის გადინება იყო.

ინვესტიციების 36% მშენებლობის სექტორში განხორციელდა, 21% ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში, 12% უძრავ ქონებაში, ენერგეტიკა 7% და ..

უმსხვილესი ინვესტორი 3 კვარტლის მდგომარეობით ჩინეთია, მას მთლიან ინვესტიციებში 29%-იანი წილი უჭირავს. მეორე ადგილზე 19%-ით ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანია, ხოლო მესამე ადგილს 18%-იანი წილით ნიდერლანდები იკავებს.

 

საგარეო ვაჭრობა

2014 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2,6 მლრდ. აშშ დოლარი იყო (0.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7,7 მლრდ. აშშ დოლარი (9 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ნოემბერში 5,1 მლრდ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.

პროცენტულ მონაცემებს თუ აბსოლუტურ მაჩვენებლებში გადავიყვანთ, გამოდის, რომ მიმდინარე წლის 11 თვეში ექსპორტი 129 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მატებამ დროის იგივე პერიოდში 714 მილიონი დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, შარშან იანვარ-ნოემბერში 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით ექსპორტი გაზრდილი იყო 20%-ით, ხოლო იმპორტი შემცირებული 2%-ით.

შარშან ექსპორტის ზრდის მსგავსი ტემპის შემდგომ ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა მიმდინარე წელს მისი ზრდის პრაქტიკულად შეჩერება, თუმცა, ბოლო 2 წელიწადში ექსპორტი გაზრდილია 20.7%-ით, ხოლო იმპორტი კი - 6,9%-ით.

 

ბიზნეს სექტორი

2014 წლის 3 კვარტლის