ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები

აფბას 5 რეკომენდაცია მთავრობას და ეროვნულ ბანკს

6.11.2018

აფბას 5 რეკომენდაცია მთავრობას და ეროვნულ ბანკს

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნამ დოლართან მიმართებაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, რისთვისაც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა მთავრობას და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად დროული და სწრაფი ღონისძიებები გაატაროს. სებ-ის მიერ დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, ეკონომიკის დოლარიზაცია კვლავ მაღალ ნიშნულზეა, რაც მნიშნელოვანი პრობლემების გამომწვევია ეკონომიკაში და ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას. ვითარების განსამუხტად აფბამ 5 რეკომენდაცია შეიმუშავა, რომელიც დროულად უნდა გაატარონ შესაბამისმა ორგანოებმა:

იხილეთ სრულად

აფბა: მსოფლიო ბანკის მოხსენებაში საქართველოს დაწინაურება უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია

1.11.2018

აფბა: მსოფლიო ბანკის მოხსენებაში საქართველოს დაწინაურება უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ეხმიანება მსოფლიო ბანკის მოხსენებას, რომლის მიხედვითად ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ საქართველომ პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 პოზიცია დაიკავა.

იხილეთ სრულად

შოთა გულბანი: საკანონმდებლო ინიციატივები საფინანსო სექტორში დაგვიანებულია და არასაკმარისი

4.07.2018

შოთა გულბანი: საკანონმდებლო ინიციატივები საფინანსო სექტორში დაგვიანებულია და არასაკმარისი

მამუკა ბახტაძის საკანონმდებლო ინიციატივებზე და საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა გულბანმა პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში. მისი თქმით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საფინანსო სექტორში შექმნილი მდგომარეობა და ტენდენციები არ იძლევა პოზიტიური მოლოდინების საფუძველს

იხილეთ სრულად

აფბა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანმდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

30.03.2018

აფბა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანმდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის გადადგომას ეხმაურება. აფბაში მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი ერთგვარი რეაქციაა აფბას და მთელი რიგი მედია-საშუალებების მიერ გასაჯაროებულ იმ შესაძლო დარღვევებზე და კორუფციულ დაშვებებზე, რასაც საზოგადოება ბოლო პერიოდში ინტენსიურად ეცნობოდა.

იხილეთ სრულად

აფბა: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კერძო საკუთრებას ზღუდავს

10.03.2018

აფბა: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კერძო საკუთრებას ზღუდავს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, აგრძელებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე (მგგ) მუშაობას და საზოგადოებას შუალედურ ანგარიშს სთავაზობს. კერძოდ, ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტის“ მიერ, მერიისთვის წარდგენილი მგგ-ს განახლებული მასალებიდან ირკვევა, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციების ახლებურად მოწყობისა და რელოკაციის ფინანსური და ეკონომიკური საკითხები კვლავ ბუნდოვანია.

იხილეთ სრულად