,,აფბა“: „ქართულ ბაზარზე საწვავის ფასები საერთაშორისო ბაზრის არაადეკვატურია“

16.01.2015 | ნანახია 1599-ჯერ



,,აფბა“:  „ქართულ ბაზარზე საწვავის ფასები საერთაშორისო ბაზრის არაადეკვატურია“
           16 იანვარს „პირველი\"-ის პრესკლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია\" აფბა-მ ბრიფინგი გამართა თემაზე „ქართული საწვავის ფასები საერთაშორისო ბაზრის არაადეკვატურია\". როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია\"-მ შეისწავლა მოსფლიო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნავთობის ფასის ცვალებადობა და მისი ასახვა ქართულ საწვავის ბაზარზე და „აფბა\"-ცალსახად აცხადებს, რომ ქართულ საწვავის ბაზარზე ბოლო ერთი წლის საწვავის ფასების ცვალებადობა არანაირ თანხვედრაში არ მოდის მსოფლიო ფასებთან.

            ბაირახტარის განცახადებით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 2014 წლის ივლისის თვიდან მოყოლებული იკლებს, წინა წლის ივნისის თვეში ბარელზე ნავთობის ფასი 115 $ შეადგენდა. ხოლო 2014 წლის ივლისის თვიდან მოყოლებული ნავთობის ფასი იკლებს და მკვეთრად შემცირდა. „დღეის მდგომარეობით მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 48$ შეადგენს. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. ანუ წინა წლის ივნისის თვიდან დღემდე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 58 % არის შემცირებული. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირება, ნავთობზე მოთხოვნის შემცირებამ და მოპოვების გაზრდამ გამოიწვია. საქართველოშიც რამდენჯერმე შემცირდა საწვავზე ფასები, მაგრამ საკითხავია, თუ რამდენად ადეკვატურია ეს შემცირება მსოფლიო ბაზრის ფასებთან. 2014 წლის ივნისის თვიდან დღემდე საქართველოში საწვავზე ფასი საშუალოდ 15-18% არის შემცირებული, ხოლო მსოფლიო ბაზარზე კი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 58%-ით.\"

            ანალიტიკოსის განცხადებით დღეს საქართველოში ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავის თვითღირებულება 1.07 ლარია. „მარტივად შეგვიძლია დავიანგარიშოთ, თუ დღეის მდგომარეობით რეალურად რა უჯდებათ ნავთობის იმპორტიორებს ერთი ლიტრის საწვავის საქართველომდე შემოტანა. 1 ტონა ბენზინის საერთაშორისო ღირებულება უკვე ჩამოცდა 475 დოლარს. ლარის კურსზე(1,9) დაანგარიშებით 1 ტონა ბენზინის ღირებულება 902 ლარია, ამას ემატება დღგ - 162 ლარი, აქციზი - 250 ლარი, ტრანსპორტირება - 80 ლარი. საბოლოო ჯამში, ნავთობიმპორტიორებს 1 ტონა ბენზინის შეძენა მაქსიმუმ 1394 ლარი უჯდებათ. თუკი ამ რაოდენობის თანხას 1 ტონა ბენზინის მოცულობაზე 1300ლიტრზე გავყოფთ, მივიღებთ, რომ 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება 1,07 ლარია. ამ დროს 1 ლიტრირეგულარისტიპის ბენზინი საცალო ქსელში, საშუალოდ, 1,79 ლარად იყიდება, ანუ ნავთობიმპორტიორები ბაზარზე კოლოსალურად მაღალი72-76-თეთრიანი მარჟით საქმიანობენ.\"

            „აფბა\"-ა მოითხოვს კონკურენციის სააგენტომ გაასაჯაროოს საწვავის ბაზრის კვლევის შუალედური ანგარიში, დააჩქაროს საწვავის ბაზრის კვლევა და საბოლოო ანგარიში დადოს, ვინაიდან ბაზარზე აშკარად იკვეთება ოლიგოპოლიური ნიშნები, აცხადებენ ასოციაციაში.

            ორგანიზაციის ანალიტიკოსის განცხადებითვე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კლებას ისევ გააგრძელებს. „რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, მართალია ნიუიორკსა და ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის ბოლო მონაცემებით ნავთობის ფასი გაიზარდა 2-4 $- ით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობის ფასის კიდევ უფრო ვარდნაა მოსალოდნელი, ამის გამომწვევი კი არის  ნავთობზე მოთხოვნის ცირება, თუ ნავთობის მიწოდება უწინდებურად მაღალი დარჩება, სავარაუდოდ, ნავთობზე ფასი კიდევ უფრო დაიკლებს. საუდის არაბეთის პრინცის განცხადებით ნავთობზე ფასი აღარასოდეს მიაღწევს ბარელზე 100$, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ ნავთობზე ფასი ხელოვნურად იყო გაბერილი. ნავთობზე ფასის ვარდნა ნეგატიურად აისახება იმ ქვეყნების ეკონომიკაზე, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ენერგორესურსების ექსპორტზე.\" განაცხადა ბაირახტარმა „პირველი\"-ის პრესკლუბში სტუმრობისას.