შოთა გულბანი: ჰუმანითი ჯორჯიას მიერ დაანონსებული იაფი მედიკამენტების მოლოდინმა ფანასკერტელის ინდექსის კლება გამოიწვია

10.02.2016 | ნანახია 1731-ჯერ



შოთა გულბანი: ჰუმანითი ჯორჯიას მიერ დაანონსებული იაფი მედიკამენტების მოლოდინმა ფანასკერტელის ინდექსის კლება გამოიწვია

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციააფბამფარმაცევტულ ინდექსზე – „ფანასკერტელის ინდექსიმუშაობა დაასრულა და ბაზარზე არსებული ვითარება გაასაჯაროვა.

აფბასყოველთვიურ ჭრილში (2015 წლის ნოემბერდეკემბერი და 2016 წლის იანვარი) მედიკამენტების ფასებზე სამთვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ რომფანასკერტელის ინდექსიპირველ შემთხვევაში 1,75%–ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 4,64%–ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდა.

როგორცაფბასპრეზიდენტი შოთა გულბანი აღნიშნავს,  „ფანასკერტელის ინდექსიგაიანგარიშება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასების მონიტორინგით, სადაც შედის როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების მედიკამენტები. აგრეთვე, როგორც ორიგინალი დასახელების, ისე შემცვლელი –  „ჯენერიკები“.

გულბანის თქმით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართული წარმოების წამლებზე ფასების კლება არ შეინიშნება, ვინაიდან აქ პრაქტიკულად ბაზრის ორი ძირითადი მოთამაშე დომინირებს და შესაბამისად, საფასო პოლიტიკის წარმოებისას, როგორც ჩანს, კონკურენცია ნაკლებია. ფასები დიდწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე შემცირდა, რამაცფანასკერტელის ინდექსისდაღმავალი ტენდენცია გამოიწვია, ხოლო ეს კლება დროში ემთხვევა ბაზარზე ახალი, მსხვილი მოთამაშისჰუმანითი ჯორჯიას გამოჩენის მოლოდინს და პრაქტიკულად მის მიერ ბაზრისთვის მედიკამენტების სავარაუდოდ მინიმუმ 30%–ით იაფად შეთავაზებით არის განპირობებული, – აცხადებს გულბანი და დასძენს, რომ აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე ნორმალური, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი შესაბამისი კონკურენციის შექმნის შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე საგრძნობლად დაიკლებს. გულბანს მიჩნია, რომ სწორედ ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშის შემოსვლის მოლოდინი გახდაფანასკერტელის ინდექსისშემცირების გამომწვევი მთავარი მიზეზი.

აფბასინფორმაციით, ინდექსის გაანგარიშება მიმდინარეობდა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2016 წლის იანვრის მდგომარეობით მედიკამენტებზე დაფიქსირებული ფასებზე დაკვირვების მეშვეობით. ფასებზე დაკვირვება განხორციელდა, როგორც ინკოგნიტოდ გამოკითხვის, ისე პირდაპირი შესყიდვების მეშვეობით. 2015 წლის ნოემბერშიფანასკერტელის ინდექსმაშეადგინა 14,5, დეკემბერში 14, ხოლო 2016 წლის იანვარში 13,35 პუნქტი.

აფბა“–ში აცხადებენ, რომ  „ფანასკერტელის ინდექსიყოველთვიურ რეჟიმში განახლედება.