აფბა: თამბაქოს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა აუცილებელია

18.07.2018 | ნანახია 908-ჯერ



აფბა: თამბაქოს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა აუცილებელია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ მიესალმება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კომიტეტის მიერ დაანონსებულ განხილვას რომლის მიხედვითაც იგეგმება „თამბაქოს შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა. საუბარია იურიდიული კომპანია LPA Law Firm პარტნიორის ლევან ნიკოლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და გულისხმობს, რომ გაუქმდეს ის გამონაკლისი, რომელიც ეხება დახურულ შენობებში, სამორინეებში და სიგარა ბარებში მოწევის შესაძლებლობას. ჩასწორებების მიზინით კომიტეტზე, ასევე განიხილება საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, კლინიკებში, უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა დაწესებულებებში მოწევის დაშვება კონკრეტულად გამოყოფილ ადგილებში. რაც ასევე მისასალმებელია, თუმცა გაუგებარია რატომ გადაწყდა უკვე მიღებულ კანონში ცვლილებების შეტანა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ კანონპროექტის მიღებამდე მიუთითებდა „აფბა“ აღნიშნულ ხარვეზებზე, მისგან სავარაუდოდ გამოწვეულ პრობლემებზე და მოუწოდებდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტსა და კანონპროექტის ავტორებს შეეტანათ ცვლილებები აღნიშნული მიმართულებით.

რაც შეეხება სამორინეებსა და სიგარბარებში დაშვებული კამონაკლისის გაუქმებას, აფბა ამ მიმართულებითაც, ჯერ კიდევ პირველადი განხილვის პროცესში აფიქსირებდა მკაფიო პოზიციას, რომლის მიხედვითაცა, აღნიშნული რეგულაცია ეკონომიკურად სრულიად დაუსაბუთებელი და კერძო სექტორისთვის ნეგატიური შედეგის მომტანი იქნებოდა.

„აფბა“ მოუწოდებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ კომიტეტს, შეიტანოს ცვლილებები თამბაქოს შესახებ არსებულ კანონში და დაანონსებული განხილვების დროს გაითვალისწინოს „აფბას“ მიერ, ჯერ კიდევ კანონპროექტის პირველადი განხილვისას შეთავაზებული ცვლილებები, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს, აღნიშნული კანონის დარტყმას კერძო სექტორსა და მცირე ბიზნესზე.