ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმები

აპრილის თვეში მარტთან შედარებით „ფანასკერტელის ინდექსი“ უმნიშვნელოდ, 0,3%–ით შემცირდა

17.05.2016

აპრილის თვეში მარტთან შედარებით „ფანასკერტელის ინდექსი“ უმნიშვნელოდ, 0,3%–ით შემცირდა

უკანასკნელი კვლევის მიხედვით, აპრილის თვეში დაფიქსირებული ფასები 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მედიკამენტზე, შედარდა მარტის თვის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ინდექსი უმნიშვნელოდ, 0,3%–ით არის შემცირებული და 11,07 პუნქტს შეადგენს. ჯამში 16 მედიკამენტზე ფასი შემცირებულია, ხოლო 5–ზე გაზრდილი, დანარჩენ მედიკამენტებზე ფასები უცვლელია.

იხილეთ სრულად

აფბა: მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება

10.05.2016

აფბა: მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება

10 მაისს „პირველი“-ის პრეს-კლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბამ“, ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრირების აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა და ინიციატივის ეკონომიკური მხარე შეაფასა.

იხილეთ სრულად

2016 წელს დსთ-სთან საგარეო ვაჭრობა შემცირდა, ხოლო ევროკავშირთან გაიზარდა

21.04.2016

2016 წელს დსთ-სთან საგარეო ვაჭრობა შემცირდა, ხოლო ევროკავშირთან გაიზარდა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბა“, საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარ-მარტის მონაცემებს აფასებს. ორგანიზაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც გამოიწვია პირველ კვარტალში მონაცემების შემცირება.

იხილეთ სრულად

შოთა გულბანი: სებ–მა ლარის გამყარების პროცესი არ უნდა შეაფერხოს

19.04.2016

შოთა გულბანი: სებ–მა ლარის გამყარების პროცესი არ უნდა შეაფერხოს

ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა დოლართან მიმართებაში, რაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში კითხვებს ბადებს, არის ეს კარგი თუ ცუდი? ცხადია, ამ პროცესს თან სდევს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, როგორც მთლიანად ეკონომიკისთვის, ისე მოსახლეობის უმრავლესობისთვის.

იხილეთ სრულად

"აფბა" ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შერჩევის პრაქტიკას აკრიტიკებს და ემიჯნება

21.01.2016

"აფბა" მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის შერჩევის პროცესი თავისი არსით არის ტენდენციური და პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს პრეზიდენტი, თუმცა არსად, არცერთ ნორმატიულ დოკუმენტში გაწერილი არ არის კანდიდატის პერსონალური ვინაობის დასახელების პროცედურული დეტალები. ბოლო დროს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამკვიდრებული პრაქტიკა, თითქოსდა, ამ ხარვეზის შევსების მცდელობას წარმოადგენს, მაგრამ, როგორც რეალობამ აჩვენა, არ გამორიცხავს სუბიექტივიზმს და მიკერძოებულობას ამ პროცესში.

იხილეთ სრულად