იხილეთ სიახლეების არქივი

აფბა: ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამა არარეალისტურია

13.07.2016

აფბა: ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამა არარეალისტურია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკურ პროგრამას აფასებს. აფბას ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ენმ-ს ეკონომიკური პროგრამა არარეალისტურია და პოპულისტური განცხადებებითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ძირითადი აქცენტი გადასახადების შემცირებაზე, დასაქმების ზრდაზე და სოციალური დახმარებების გაზრდაზეა გაკეთებული, თუმცა ამ დაპირებებს თან არ ერთვის ეკონომიკური გათვლები.

იხილეთ სრულად

ივნისის თვეში, მაისთან შედარებით „ფანასკერტელის ინდექსი“ 2,4%-ით შემცირდა

11.07.2016

ივნისის თვეში, მაისთან შედარებით „ფანასკერტელის ინდექსი“ 2,4%-ით შემცირდა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლატფორმასთან“ ერთად მედიკამენტების ბაზარზე არსებული ფასების მონიტორინგს განაგრძობს. ორგანიზაციები ყოველთვიურ რეჟიმში შეისწავლიან სპეციალურად ამ კვლევისთვის შემუშავებულ „ფანასკერტელის ინდექსს“, რომლის მეშვეობით, ყოველთვიური დაკვირვებით, ინდექსის ზრდის ან შემცირების შემთხვევაში ვგებულობთ, თუ რა ვითარებაა მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებების მიმართულებით.

იხილეთ სრულად

აფბა: კონკურენციის სააგენტომ, „სოკარის“ წინააღმდეგ მოკვლევა უნდა დაიწყოს

6.07.2016

აფბა: კონკურენციის სააგენტომ, „სოკარის“ წინააღმდეგ მოკვლევა უნდა დაიწყოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი, ეხმაურება ავტოგაზის ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოსა და აღნიშნულ ბაზარზე აზერბაიჯანული „სოკარის“ სახით, შექმნილი დომინანტური მდგომარეობის საფრთხეებს.

იხილეთ სრულად

აფბა: საქართველოს საშუალება ეძლევა თურქეთის კურორტები ჩაანაცვლოს

5.07.2016

აფბა: საქართველოს საშუალება ეძლევა თურქეთის კურორტები ჩაანაცვლოს

5 ივლისს „პირველი“ - ის პრეს-კლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბამ“, ბრიფინგი გამართა, ორგანიზაციის ანალიტიკოსმა, პაატა ბაირახტარმა 2016 წლის საქართველოს ტურისტულ პოტენციალი შეაფასა და მის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

იხილეთ სრულად

აფბა: წყალარინების (საკანალიზაციო) გადასახადის გადახდა გოგირდის აბანოებს არ გააკოტრებს

1.07.2016

აფბა: წყალარინების (საკანალიზაციო) გადასახადის გადახდა გოგირდის აბანოებს არ გააკოტრებს

ამის თაობაზე, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა. მისი თქმით, საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“, შეისწავლა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურსა“ და თბილისში მდებარე გოგირდის აბანოებს შორის არსებული სადავო საკითხი. ჯანიშვილი აცხადებს, რომ დავა, რომელიც კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს, კრიტიკულ ფაზაშია და სწრაფ გადაჭრას საჭიროებს. ერთის მხრივ, აბანოებს უგროვდებათ დავალიანება, მეორეს მხრივ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ვერ ღებულობს გაწეული სერვისის ღირებულებას.

იხილეთ სრულად