ბიზნესი
აფბა: წყალარინების (საკანალიზაციო) გადასახადის გადახდა გოგირდის აბანოებს არ გააკოტრებს
ამის თაობაზე, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა. მისი თქმით, საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“, შეისწავლა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურსა“ და თბილისში მდებარე გოგირდის აბანოებს შორის არსებული სადავო საკითხი. ჯანიშვილი აცხადებს, რომ დავა, რომელიც კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს, კრიტიკულ ფაზაშია და სწრაფ გადაჭრას საჭიროებს. ერთის მხრივ, აბანოებს უგროვდებათ დავალიანება, მეორეს მხრივ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ვერ ღებულობს გაწეული სერვისის ღირებულებას.
შოთა გულბანი: „საქართველოს ბანკი“ კონკურენტი დარგის განვითარებას აფერხებს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ პრეზიდენტი, შოთა გულბანი, ეხმიანება სს „კავკას რეესტრის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მსხვილი, მონოპოლისტური ჯგუფის, კერძოდ ,,საქართველოს ბანკის” მიერ, დამოუკიდებელ, ფასიანი ქაღალდების რეაგისტრატორ კომპანია, „კავკას რეესტრზე“ აშკარა ზეწოლას მმართველობის ჩამოსაშორებლად, რასაც საფუძვლად უდევს მცდელობა, რომ საფონდო ბირჟის მთლიანი ინფრასტრუქტურა, მხოლოდ ერთი ჯგუფის, „საქართველოს ბანკის“ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს:
აფბა გოგირდის აბანოებისა და GWP-ის დაპირისპირების მიზეზებს შეისწავლის
თბილისში მდებარე გოგირდის აბანოებსა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის დავა უკვე 4 თვეზე მეტია რაც გრძელდება. გოგირდის აბანოები სადავოს ხდიან მათთვის დარიცხული წყალარინების (საკანალიზაციო) მომსახურების გადასახადის მოცულობას და ზოგადად, ამ მომსახურებისთვის სემეკის მიერ დაწესებულ ტარიფს.
მაისის თვეში აპრილთან შედარებით „ფანასკერტელის ინდექსი“ 17,43%-ით გაიზარდა
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აფბა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანდაცვის პლათფორმასთან“ ერთად, განაგრძნობს მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგს. უკანასკნელი კვლევის მიხედვით ინდექსი 17,43%-ით გაიზარდა და 13 პუნქტი შეადგინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად არის მომატებული.
აფბა: ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები დაუცველია
20 მაისს „პირველის“ პრეს-კლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბას“ ვიცე პრეზიენტმა გიორგი კაპანაძემ ბრიფინგი გამართა და ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული სიტუაცია შეაფასა.